ქობულეთელებს ბათუმიდან კიდევ ერთი ახალგაზრდა შეურთდა

0
21

ქობულეთის “შუქურამ” ბათუმის “დინამოდან” კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. მცველი მიხეილ ავალიანი მომავალ სეზონს სწორედ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბში გაატარებს.
ავალიანი გასულ სეზონში ბათუმელთა რიგებში კი ირიცხებოდა, მაგრამ არ უთამაშია. 18 წლის მცველი მანამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიისა და თბილისის “დინამოს” წევრი იყო.