„ჯენოას“ ლაბადია ჩაიბარებს

0
11

საფეხბურთო კლუბ „ჯენოას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ბრუნო ლაბადია იქნება, იუწყება იტალიური მედია. გერმანელი სპეციალისტი უკრაინელ ანდრე შევჩენკოს შეცვლის, რომელიც 15 იანვარს დაითხოვეს.
55 წლის ლაბადია უმუშევარი 2021 წლის იანვრიდანაა, როდესაც ბერლინის „ჰერტა“ დატოვა. მანამდე, ის ლევერკუზენის „ბაიერს“, „ჰამბურგს“, „შტუტგარტს“ და „ვოლფსბურგს“ წვრთნიდა.
მისი მთავარი მიზანი იტალიის სერია A-ში „ჯენოასთვის“ ადგილის შენარჩუნებაა. გენუელები სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზე არიან და ბოლო შეხვედრა ფლორენციის „ფიორენტინასთან“ 0:6 წააგეს.