ბათუმის „დინამო“ უამინდობამ ტრაბზონში შეაფერხა

0
12

ბათუმის „დინამო“, რომელიც შეკრებაზე თურქეთის ქალაქ ანთალიაში გაემგზავრა, უამინდობამ ტრაბზონში შეაფერხა.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრაბზონის აეროპორტიდან ფრენა გადაიდო და გია გეგუჩაძის გუნდს დარჩენა ნახსენებ ქალაქში მოუწიათ. ბათუმელები საფეხბურთო კლუბ „ტრაბზონსფორის“ ბაზაზე დაბინავდნენ, სადაც საღამოს ივარჯიშეს.
დინამოელებმა „ტრაბზონსფორის“ ადმინისტრაციას გამოჩენილი ყურადღებისთვის და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს.