ქეცბაიამ და ლორიამ წელიწადი გამარჯვებით დაიწყეს

0
15

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ 2022 წელი გამარჯვებით დაიწყო. მე-17 ტურში ფამაგუსტელები სახლში აელ-ს შეხვდნენ და 2:1 გაიმარჯვეს. მასპინძლები 30-ე წუთზე ფინელმა პაულიოს არაიურიმ დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან ანგარიში მე-60 წუთზე სკეპოვიჩმა გაათანაბრა. 82-ე წუთზე არაიურიმ მეორე გოლი გაიტანა, რომელის შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.
„ანორთოსისში“ ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია დარჩა, რომელმაც შეუცველად ითამაშა. ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ გუნდი იმიტომ დატოვა, რომ გულშემატკივრებმა აპოელის თავდამსხმელის გიორგი ქვილითაიას მიერ გატანილი გოლის აღნიშვნა არ აპატიეს – ამ ორი გუნდის ფანები ერთმანეთის დაუძინებელი მტრები არიან. პაოკიდან იჯარით აყვანილმა ნიკა ნინუამ კვიპროსულ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა და საბერძნეთში დაბრუნდა. „ანორთოსისი“ 25 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.