შევჩენკო „ჯენოადან“ გაუშვეს

0
11

ანდრე შევჩენკო იტალიის „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს.
„კლუბი მადლობას უხდის მწვრთნელსა და მის სტაფს ბოლო თვეებში შესრულებული დაძაბული სამუშაოსთვის“ – ნათქვამია გენუური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
45 წლის უკრაინელის სპეციალისტი „ჯენოას“ სათავეში 2021 წლის 7 ნოემბერს ჩაიდგა, ხოლო მანამდე 5 წელი უკრაინის ნაკრებს წვრთნიდა, რომელიც ევრო-2020-ის 1/4-ფინალში გაიყვანა.
მისი ხელმძღვანელობით „ჯენოამ“ ერთი მატჩი მოიგო – იტალიის თასზე „სალერნიტანასთან“ (1:0), ხოლო 7 მატჩი წააგო და 3 ფრედ დაასრულა. გენუელები 20-გუნდიან იტალიის სერია A-ში მე-19 ადგილზეა.