შენგელიამ “ვილერბანს” სძლია

0
13

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგის რეგულარულ პირველობაზე  მეთორმეტედ მოიგო. მოსკოველები შინ ლიონის „ვილერბანს“ შეხვდნენ და 90:83 გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მატჩი სასტარტოში დაიწყო და 22 წუთი სათამაშო დროის განმავლობაში 6 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, თითო ჩაჭრა-დაფარება დააგროვა.
არმიელები ევროლიგის სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილს იკავებენ და მომდევნო შეხვედრა „მილანის“ წინააღმდეგ ელით, 17 იანვარს კი ვთბ ლიგაზე სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” დაუპირისპირდებიან.