გრიგალავა „ხიმკის“ შეკრებაზე გაჰყვა

0
15

გია გრიგალავამ შესაძლოა კარიერა რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბ „ხიმკიში“ განაგრძოს. ხიმკელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 32 წლის ქართველი მცველი გუნდთან ერთად შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა.
2017-2021 წლებში ტულას „არსენალში“ გამოდიოდა, რომელიც შარშან ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მას რუსეთში ასევე „როსტოვში“, როსტოვის ასკ-ში, „მოსკვაში“, „ვოლგაში“, „კრილია სოვეტოვში“ და  „ანჟიში“ უთამაშია. გარდა ამისა, ის კვიპროსის „პაფოსში“ და ახნას „ეთნიკოსში“ გამოდიოდა. გრიგალავამ 2011 წლიდან დღემდე საქართველოს ნაკრებში 23 მატჩი ჩაატარა.