“დინამომ” თურქეთში 8 ამხანაგური მატჩი დაგეგმა

0
18
თბილისის “დინამო” ახალი სეზონისთვის მზადებას 22 იანვრიდან თურქეთში განაგრძობს. შეკრება ბელეკში ორ ნაწილად – 22 იანვრიდან 2 თებერვლამდე და 5 თებერვლიდან 16 თებერვლამდე ჩატარდება, რა პერიოდშიც დედაქალაქელები 8 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.
26 იანვარს დინამო უკრაინის პრემიერლიგელ “ლვოვს” გაეჯიბრება. 29 იანვარს სპარინგ მეტოქეობას სერბული სუპერლიგის მეხუთეადგილოსანი კრუშევაცის “ნაპრედაკი” გაუწევს, ხოლო 1 თებერვალს “დინამო” ბულგარეთის ჩემპიონს და მიმდინარე გათამაშების ლიდერს – რაზგრადის ლუდოგორეცს შეხვდება. 2 თებერვალს, შეკრების პირველ ეტაპს ჩვენი გუნდი უკრაინის პერშა ლიგის ლიდერ ხარკოვის “მეტალისტთან” ამხანაგური მატჩით დაასრულებს.
თურქული შეკრების მეორე ნაწილი ასევე ბელეკშია დაგეგმილი. 8 თებერვალს “დინამო”  უკრაინის ჩემპიონ კიევის “დინამოსთან” ისპარინგებს. 10 თებერვალს თბილისელები მეტოქეობას რუსეთის პრემიერლიგის მეორეადგილოსანი მოსკოვის “დინამოს” დაუპირისპირდებიან. მომდევნო დღეს დინამოელები დანიური სუპერლიგის მეხუთეადგილოსან “რანდერსთან” ითამაშებენ, ხოლო შეკრებას კახა ცხადაძის გაწვრთნილები 15 თებერვალს, უზბეკეთის ჩემპიონ ტაშკენტის “ფახთაქორთან” მატჩით დაასრულებენ.
თურქეთში გასამართი ამხანაგური მატჩების განრიგი:
26.01.2022 | დინამო თბილისი – ლვოვი
29.01.2022 | დინამო თბილისი – ნაპრედაკი
01.02.2022 | დინამო თბილისი – ლუდოგორეცი
02.02.2022 | დინამო თბილისი – მეტალისტი ხარკოვი
08.02.2022 | დინამო თბილისი – დინამო კიევი
10.02.2022 | დინამო თბილისი – დინამო მოსკოვი
11.02.2022 | დინამო თბილისი – რანდერსი
15.02.2022 | დინამო თბილისი – ფახთაქორი
​თურქულ შეკრებაზე გასამართი ყველა შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს დინამო თბილისის YouTube არხი შემოგთავაზებთ.