“დილას” ნახევარმცველის მეორე მატჩი აფრიკის თასზე და საგოლე პასი

0
12

ამერუნში მიმდინარე აფრიკის ერთა თასზე მალავის ეროვნული ნაკრები ზიმბაბვეს დაუპირისპირდა  და 2:1 იმარჯვა. შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან ითამაშა გორის “დილას” ნახევარმცველმა და მალავის ნაკრების ერთ ერთმა ლიდერმა ფრანცისკო მადინგამ, რომელმაც შეხვედრის 43-ე წუთზე  მარცხენა ფლანგიდან შეტევა წამოიწყო და საგოლე  პასი გააკეთა, რის შედეგადაც მალავის ნაკრებმა შეხვედრაში ანგარიში  გაათანაბრა. მალავი მატჩის მეორე ნახევარში წინ გავიდა და საბოლოოდ, აფრიკის თასის მიმდინარე გათამაშებაში პირველად გაიმარჯვა. მადინგა 84-ე წუთზე შეცვალეს.
ჯგუფური ეტაპის მეორე  ტურის შემდეგ მალავის ნაკრები 4 გუნდიან ჯგუფში მე-3 ადგილზეა და ლიდერ სენეგალსსა და მეორეადგილოსან გვინეას 1 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში მადინგა და მისი თანაგუნდელები ჯგუფის ლიდერ სენეგალს დაუპირსპირდებიან, შეხვედრა 18 იანვარს გაიმართება.