უსმანე კამარა “დინამოში” ითამაშებს

0
17

თბილისის “დინამომ” უსმანე კამარას გამოსყიდვასთან დაკავშირებით გორის “დილასთან” მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა. გვინეელმა შემტევმა დედაქალაქურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
უსმანე კამარამ 2021 წლის სეზონი იჯარით “დილაში” გაატარა. ამ კლუბის მაისურით მან 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ათი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. “დილასთან” ერთად კამარამ ეროვნული ლიგის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. სხვადასხვა დროს გვინეელ შემტევს ნორვეგიულ “ვალერენგაში”, შვედურ “ესკელსტუნასა” და მშობლიური “ატუგაში” უთამაშია. ​
რაც შეეხება უსმანე კამარას სანაკრებო კარიერას, 2015 წლის 17-წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მას გვინეის ნაკრების შემადგენლობში ორი მატჩი აქვს გამართული.
საკლუბო კარიერა
2018-19 | ესკილსტუნა | 46 მატჩი | 6 გოლი | 5 საგოლე გადაცემა
2019-20 | ვალერენგა | 10 მატჩი
2020 | ვალერენგა II | 4 მატჩი
2021 | დილა გორი | 40 მატჩი | 10 გოლი | 5 საგოლე გადაცემა
სანაკრებო კარიერა
2015 | გვინეა U17 | 2 მატჩი