„სევილიამ“ „პორტუდან“ კორონა შეიძინა

0
15

ესპანეთის „სევილიამ“ „პორტუსგან“ მარჯვენა ფლანგელი ხესუს მანუელ კორონა მეტსახელად „ტეკატიტო“ შეიძინა, რის შესახებ ანდალუზიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
მექსიკელმა ფეხბურთელმა სევილიელებთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, ხოლო მის სანაცვლოდ “პორტუ” სამ მილიონ ევროს მიიღებს.
კორონას მარჯვენა ფრთაზე თამაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია – მცველით დაწყებული ნახევარმცველით დამთავრებული.
კორონა „პორტუში“ 2015 წელს ნიდერლანდური „ტვენტედან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 265 მატჩში 31 გოლი გაიტანა. 29 წლის ფეხბურთელმა მექსიკის ეროვნულ გუნდში 63 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო.