ნიკა სანდოხაძე „ტორპედოში“ დაბრუნდა

0
39

ახალი სეზონის დაწყებამდე ქუთაისის „ტორპედოს“ კიდევ ერთი ახალწვრული ნიკა სანდოხაძე აღმოჩნდა. იმერული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი თურქეთში გია ცეცაძის ხელმძღვანელობით შეკრებაზე მყოფ ტორპედოელებს უახლოეს ხანში შეურთდება.
სანდოხაძისთვის ქუთაისელთა რიგებში თამაში უცხო არაა, რადგან 2012-2014 წლებში სწორედ ამ გუნდში გამოდიოდა. მან ბოლო 2 სეზონის თბილისის „ლოკომოტივში“ გაატარა, სადაც 39 მატჩში 8 გოლი გაიტანა. სანდოხაძეს კარიერის განმავლობაში ასევე „სამტრედიაში“, უკრაინულ ლვოვის „კარპატში“, ლატვიურ „რიგასში“, თბილისის „საბურთალოში“ და თბილისის „დინამოში“ უასპარეზია. მან 2016 წელს ცეცაძის გაწვრთნილ „სამტრედიასთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და სუპერთასს დაეუფლა, ხოლო „საბურთალოს“ რიგებში 2019 წელს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიპოვა.