ნეიმარს მინდორზე 15 თებერვალს ელიან

0
13

15 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს “პარი სენ ჟერმენი”  და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდებიან. მძიმე ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამ პრინციპულ და საინტერესო მატჩში პარიზელთა ბრაზილიელი შემტევის ნეიმარის მინდორზე დაბრუნებას ვარაუდობენ.
ნეიმარმა მარცხენა კოჭის მძიმე დაზიანება გასული წლის 28 ნოემბერს “სენტ ეტიენთან” შეხვედრისას მიიღო, მკურნალობის კურსი ჩაიტარა, ამჯერად კი სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.