მიქელთაძე „ნიუკასლ ჯეთსის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

0
5

ბექა მიქელთაძე ავსტრალიის „ნიუკასლ ჯეთსში“ დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კლუბის ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ქართველმა თავდამსხმელმა გულშემატკივრების ხმების 29% მიიღო და ბრაზილიელ თანაგუნდელ დანიელ პენიას (23%) აჯობა.
მიქელთაძემ, რომელიც ავსტრალიის A ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს, 5 მატჩში 4 გოლი (1 ოენალტიდან) გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ის ტურნირის თანაბომბარდირია „მელ ვიქტორის“ ფორვარდ ნიკოლას დე აგოსტინოსთან ერთად. ბექა განვლილ შეხვედრებში გადაცემები 86 პროცენტიანი სიზუსტით შეასრულა და ერთხელ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.