„მარსელმა“ ბაკამბუ დაიმატა

0
3

„მარსელმა“ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების თავდამსხმელი სედრიკ ბაკამბუ დაიმატა. ფრანგული კლუბის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.
ბაკამბუ 2018-2021 წლებში ჩინეთის „ბეიძინ გოანში“ თამაშობდა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 87 შეხვედრაში 58 გოლი გაიტანა.
მას ევროპაში საუკეთესო პერიოდი ესპანეთის „ვილიარეალში“ ჰქონდა, რომლის მაისურით 105 მატჩში მეტოქეთა კარი 48-ჯერ აიღო. მისთვის საფრანგეთის ლიგა 1-ში ასაპრეზობა უცხო არაა, რადგან 2010-2014 წლებში „სოშოს“ ღირსებას იცავდა.