ბილბაოს „ატლეტიკი“ ესპანეთის სუპერთასის ფინალშია

0
8

ესპანეთის სუპერთასის მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვა. საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გამართულ ნახევარფინალში ბილბაოს „ატლეტიკი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 72-ე წუთზე ბილბაოელთა მეკარე უნაი სიმონმა ავტოგოლი მიითვალა – ჟოაო ფელიქსის თავურის შემდეგ ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ ზურგში გოლკიპერს. 77-ე წუთზე ბილბაოელტა კუთხურის შემდეგ იერაიმ ანგარიში თავით გაათანაბრა, ხოლო ოთხ წუთში მადრიდელთა კარი ნიკო ვილიამსმა აიღო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე „ატლეტიკოს“ ურუგვაელი მცველი ხიმენესი გაუძევეს. საბოლოოდ, მსაჯის საფინალო სასტვენამდე ანგარიში არ შეცვლილა და ფინალში ბასკები გავიდნენ.
სუპერთასის გადამწყვეტი მატჩი 16 იანვარს ერ-რიადში მეფე ფანდის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და „ატლეტიკი“ მადრიდის „რეალს“ შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში „ბარსელონას“ 3:2 აჯობა.