საქართველოს ჩემპიონმა ოთხი ფეხბურთელი დაიმატა

0
15

ბათუმის „დინამომ“ კონტრაქტი კიდევ ოთხ ახალ ფეხბურთელს გაუფორმა. ბათუმელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მცველები გიორგი რეხვიაშვილი და ლუკა ქაფიანიძე, ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი, ასევე მეკარე გიორგი ბეგაშვილი დაიმატა.
33 წლის რეხვიაშვილმა გასული სეზონის ქობულეთის „შუქურაში“ გაატარა. 23 წლის ქაფიანიძე შარშან ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა. 24 წლის ბიძინაშვილი 2021 წლის სეზონში გორის „დილაში“ გამოდიოდა. 30 წლის ბეგაშვილი წინა წელს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე მარტვილის „მერანის“ კარს იცავდა.