მირცხულავამ „ტორპედოსთან“ გაახანგრძლივა

0
10

ბაქარ მირცხულავამ „ტორპედოსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ქუთაისელთა პრესსამსახურის ცნობით 29 წლის ფეხბურთელმა ხელშეკრულება ორი წლით გაახანგრძლივა.
ამპლუით მცველი მირცხულავა პირველად „ტორპედოში“ 2014-2016 წლებში გამოდიოდა. ის გუნდში 2020 წელს დაბრუნდა და ბოლო 2 სეზონია რიოსნიპირელთა ღირსებას იცავს. მან „ტორპედოში“ თამაშის პერიოდში 74 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.