ჰამზიჩი „ტორპედოში“ დაბრუნდა

0
12

დინო ჰამზიჩი ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნდა. ქუთაისელთა პრესსამასახურის ინფორმაციით, 33 წლის მეკარე გუნდს თურქულ შეკრებაზე შეურთდა. ჰამზიჩი „ტორპედოში“ გასული სეზონის წინ საჩხერის „ჩიხურადან“ გადავიდა და 20-ჯერ ითამაშა, ხოლო 7 მატჩში გოლი არ გაუშვა. მანამდე, ის 2015-2020 წლებში „ჩიხურას“ კარს იცავდა. მან საჩხერელებთან ერთად თითოჯერ საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო.
ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ კლუბის პრესსამსახურთან განაცხადა, რომ შეკრებაზე კიდევ ერთ მეკარეს ელოდებიან, რომელსაც ადგილზე დააკვირდებიან და მის გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხს ამის შემდეგ გადაწყვეტენ.
“ტორპედო” 29 იანვარს ჩერნოგორიის “რუდართან” ისპარინგებს.