„დილამ“ ცენტრალური მცველი დაიმატა

0
14

მომავალი სეზონის წინ გორის „დილას“ კიდევ ერთი ახალწვეული თორნიკე ძოწენიძე აღმოჩნდა. 22 წლის ცენტრალურმა მცველმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის თბილისის „დინამოს“ აღზრდილია, რომლის პირველ გუნდში 3-ჯერ ითამაშა.
განვლილი 3 სეზონის განმავლობაში ძოწენიძე „თელავში“ გამოდიოდა, სადაც ჩატარებულ 57 მატჩში 3 გოლი გაიტანა.