დიეგო გოდინი „ატლეტიკო მინეიროში“ გადავიდა

0
13

დიეგო გოდინი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში განაგრძობს. 35 წლის ფეხბურთელმა იტალიის „კალიარისტან“ კონტრაქტი გაწყვიტა და „ატლეტიკო მინეიროს“ მიაშურა, რომელთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.
ურუგვაის ეროვნული ნაკრების კაპიტანი „კალიარიში“ 2020 წლის 24 სექტემბრიდან გამოდიოდა და 34 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
მანამდე, გოდინს სამხრეთ ამერიკაში მხოლოდ ურუგვაიში უთამაშია, როდესაც კარიერის დასაწყისში „სეროში“ გამოდიოდა, ხოლო შემდეგ – „ნასიონალში“. ის ევროპაში „ვილიარეალის“, მადრიდის „ატელეტიკოს“ და მილანის „ინტერში“ გამოდიოდა.