„ტორპედოს“ კაპიტნის ახალი კონტრაქტი კლუბთან

0
31

ვაჟა ტაბატაძემ ქუთაისის „ტორპედოსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ქუთაისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდის კაპიტანმა 2-წლიანო ხელშეკრულება დადო.
ტაბატაძე „ტორპედოს“ აღზრდილია და პირველ გუნდში ჯერ 2012-2015 წლებში გამოდიოდა, რის შემდეგ ნახევარი სეზონი თბილისის „დინამოში“ გაატარა, ხოლო 2015-2016 წლების სეზონის წინ ისევ რიონისპირელებს დაუბრუნდა, სადაც დღემდე თამაშობს. მან „ტორპედოს“ მაისურით საქართველოს ჩემპიონატში 176 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.