კოუტინიოს „ასტონ ვილაში“ დებიუტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ექნება

0
14

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ ფილიპე კოუტინიო წარადგინა, რომელიც „ბარსელონადან“ იჯარით მიმდინარე სეზონის ბოლომდე აიყვანა. ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ახალ კლუბში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 29 წლის კოუტინიოს დებიუტი 15 იანვარს პრემიერ ლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართ შეხვედრაში შედგება.
ბრაზილიელისთვის ინგლისის ჩემპიონატში თამაში უცხო არაა, რადგან 2013-2018 წლებში „ლივერპულში“ გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 201 მატჩში 54 გოლი გაიტანა. „ბარსელონამ“ 2018 წელს კოუტინიო „ლივერპულიდან“ 105 მილიონ გირვანაქა სტერლინგად შეიძინა.