„შუქურას“ რევაზ გოცირიძე გაწვრთნის

0
13

ქობულეთის „შუქურას“, რომელიც გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა, ახალი მთავარი მწვრთბნელის ჰყავს. ქობულეთელები რევაზ გოცირიძეს შეუთანხმდნენ და 40 წლის სპეციალისტი გიორგი შაშიაშვილს შეცვლის.
გოცირიძე 2017 წლის ივლისიდან იმავე წლის დეკემბრამდე „საბურთალოს“ 19-წლამდელებს წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით საბურთალოელებმა უეფას ახალგაზრდული ლიგის, რომელსაც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგასაც ეძახიან პირველი ეტაპი გადალახეს, რაც მანამდე და ვერც მერე ქართულმა გუნდმა ვერ მოახერხა. გოცირიძე 2019 წლის ივნისიდან 2021 წლის აპრილამდე „თელავს“ ავარჯიშებდა და დიდი ხნის პაუზის შემდეგ კახური გუნდი ქართული ფეხბურთის ელიტაში დააბრუნა.