“შარლოტმა” მამუკელაშვილს მეორედაც მოუგო, ბითაძემ კოვიდი დაამარცხა

0
21

NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა „მილუოკი ბაქზმა“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. სანდრო მამუკელაშვილი და მისი პარტნიორები ამჯერადაც „შარლოტ ჰორნეთსთან“ 99:103 დამარცხდნენ. შეხვედრაში გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გაირკვა. საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე „ჰორნეთსი“ წინ გავიდა და მასპინძლებმა უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს.
სანდრომ პარკეტზე 11 წუთი გაატარა და მის ანგარიშზე ორი ქულა, თითო მოხსნა-დაფარება გახლდათ.
ამასობაში “ინდიანა პეისერზის” ქართველი მეფარე გოგა ბითაძე კოვიდინფექციისგან გამოჯანმრთელდა. ბითაძემ უკვე გამოტოვა 4 მატჩი და NBA-ს რეგულაციისგან გამომდინარე მეხუთესაც ტოვებს – 11 იანვარს (ასპარეზობა ჩვენი დროით დილის ხუთის ნახევარზე დაიწყება) “ინდიანა” “ბოსტონ სელტიკსს” ეთამაშება.