კუტალიას „მაკრატელა“ ისრაელში

0
13

თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ფორვარდმა ლევან კუტალიამ ისრაელის ლეუმით ლიგაში (რანგით მეორე ლიგა) ულამაზესი გოლი გაიტანა. მე-19 ტურში „სექცია ნეს ციონა“, სადაც ქართველი ფეხბურთელი გამოდის, სტუმრად „ჰაპოელ რამათ ჰასჰარონ“ შეხვდა და მატჩი 4:4 დასრულდა. კუტალია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან მისი თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მდგომმა ქართველმა „მაკრატელათი“ ერთი ბურთი გაქვითა. მან მიმდინარე სეზონში ისრაელის ჩემპიონატში 19 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. „სექცია ნეს ციონას“ 31 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.