ფათიჰ თერიმი „გალათასარაიდან“ მეოთხედ წავიდა

0
14

ლეგენდარულმა თურქმა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა „გალათასარაის“ თავკაცის თანამდებობა დატოვა. თურქული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.
68 წლის სპეციალისტი „გალათასარაიდან“ მეოთხედ წავიდა. მან სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში სტამბოლელებს თურქეთის ჩემპიონობა 8-ჯერ, თასი 3-ჯერ, ხოლო სუპერთასი 5-ჯერ მოაგებინა. მისი ხელმძღვანელობით „გალათასარაიმ“ 1999-2000 წლების სეზონში უეფას თასი მოიპოვა. მიმდინარე სეზონშო გუნდი თურქეთის სუპერლიგაში ცუდად ასპარეზობს და მე-12 ადგილზე. თერიმის გაშვების მთავარი მიზეზი სწორედ ესაა.