მარადიშვილი: „ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებზე საუბარი უაზრობაა“

0
9

კონსტანტინე მარადიშვილის თქმით, რომელიც სეზონის წინ მოსკოვის ცსკა-დან „ლოკომოტივში“ გადავიდა, ამჟამად საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მის თამაშზე საუბარი უაზრიბაა.
„ადრე ორ ვარიანტს განვიხილავდი – საქართველოს და რუსეთს. თუმცა, არაფერი შემიცვლია. ახლა რუსეთში ვთამაშობს და ახალგაზრდულ ნაკრებში მუდმივად მიძახებენ. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებზე საუბარი უაზრობაა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ გულშემატკივარს, რომლებიც საქართველოს ნაკრებში მიწვევენ. თუმცა, წინასწარ რამეზე საუბარი არ მსურს, რადგან არავინ იცის ხვალ რა მოხდება“ – განაცხადა Sport24-თან ინტერვიუში 21 წლის ნახევარმცველმა, რომელიც რუსეთშია დაბადებულ-გაზრდილი.
მარადიშვილმა ისიც თქვა, რომ სეზონის წინ მოსკოვის ცსკა-დან „ლოკომოტივში“ არა ფულის გამო, არამედ, მეტის სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გადავიდა:
„ცსკა-ს მიერ ჩატარებულ ბოლო მატჩებში მოედანზე ან საერთოდ არ გავდიოდი ან კიდევ 15 წუთი მათამაშებდნენ. მსურდა, რომ სასტარტოს ფეხბურთელი ვყოფილყავი და სტაბილურად მეთამაშა. მანამდე, ცსკა-ში დაახლოები 49-ჯერ ვითამაშე და სასტარტო შემადგენლობაში 40-ჯერ მოვხვდი. მოლაპარაკების დროს „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელები მამას შეპირდნენ, რომ 100 პროცენტით ვითამაშებ. პლუს თავის გამოჩენის შანსს ევროთასებზეც მომცემენ. „ლოკომოტივში“ ფულის გამო არ გადავსულვარ. უფრო ხშირად თამაში მინდოდა და ამიტომ წავედი. მთავარ მწვრთნელ ალექსეი ბერეცუკის ვესაუბრე და მას დარჩენა არ უთხოვია“.
მარადიშვილმა მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 20 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.