„ინტერმა“ წაუგებელი მატჩების სერია ცამეტამდე გაახანგრძლივა – იმობილე ტოპ-5 ლიგაში მესამეა

0
4

მილანის „ინტერმა“, რომელსაც სიმონე ინძაგი წვრთნის იტალიის ჩემპიონატში წაუგებელი სერია 13 მატჩამდე გაზარდა. 21-ე ტურში მილანელებმა რომის „ლაციოს“ უმასპინძლეს, სადაც ინძაგი 2016-2021 წლებში მუშაობდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.
შეხვედრის 30-ე წუთზე ანგარიში ალესანდრო ბასტონიმ გახსნა, ხოლო 35-ე წუთზე ჩირო იმობილემ საპასუხო ბურთი გაიტანა. მან ბოლო 6 სეზონში 15 ან მეტი გოლი გაიტანა, რაც ტოპ-5 ლიგაში მე-3 შედეგია. იტალიის ნაკრების ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკის („ბაიერნი“) და მოჰამედ სალაჰს („ლივერპული“) ჩამორჩება.
67-ე წუთზე „ინტერიდან“ თავი მილან შკრინიარმა გამოიჩინა და საბოლოოდ მასპინძლებმა 3 ქულა აიღეს. „ინტერმა“ ბოლო 13 შეხვედრიდან 10 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა. „ინტერმა“ 2007-2008 წლების სეზონის შემდეგ პირველად 20 ტურში 49 ქულა დააგროვა. მაშინ, მილანელებმა ოქროს მედლები მოიგეს.
„ინტერი“ 49 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და „მილანს“, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ქულით სჯობს.