თორნიკე კირკიტაძე “დინამოში” ითამაშებს

0
22

თბილისის “ლოკომოტივის” ყოფილი გარემარბი თორნიკე კირკიტაძე კარიერას დედაქალაქურ “დინამოში” გააგრძელებს. თბილისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა. კირკიტაძისთვის “დინამო” უცხო არაა, რადგან 2016 წელს თბილისელთა 19-წლამდელთა გუნდში გამოდიოდა და  ერთი შეხვედრა პირველ გუნდშიც ჩაატარა. ის ბოლო სამი სეზონი “ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა, სადაც ჩატარებულ 68 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა. კირკიტაძე კარიერის განმავლობაში ასევე საჩხერის “ჩიხურაში”, ბოლნისის “სიონში” და “რუსთავში” ასპარეზობდა.