კახი გოგიჩაიშვილი „გარეჯს“ გაწვრთნის

0
17

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი გარემარბი კახი გოგიჩაიშვილი საგარეჯოს „გარეჯს“ გაწვრთნის. საგარეჯოელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, გოგიჩაიშვილმა გუნდის თავკაცის თანამდებობაზე თენგიზ კობიაშვილი შეცვალა, რომელმაც სეზონის დასრულების შემდეგ „გარეჯი“ დატოვა. ახალ მწვრთნელს ნესტორ მუმლაძე და თეზი ბარამიძე დაეხმარებიან.
53 წლის გოგიჩაიშვილი 2019 წლის მარტიდან ზუგდიდის „დინამოს“ წვრთნიდა. ის 2014-2015 წლების სეზონში თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობდა, შემდეგ 2015 წლის ივნისიდან სექტემბრამდე ლანჩხუთის „გურიას“ ავარჯიშებდა, ხოლო 2016-2017 წლებში ტყიბულის „მეშახტეს“ წვრთნიდა.
„გარეჯმა“ გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მე-4 ადგილი დაიკავა.