„ვესტე ჰემმა“ შეტევის ლიდერი შეინარჩუნა

0
14

მაიკლ ანტონიომ „ვესტ ჰემთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ლონდონელთა კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, იამაიკელმა ფეხბურთელმა  2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება, რომელის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა ავტომატურად კიდევ ერთი წელი გაგრძელდება.
„ვესსსტ ჰემში“ ხაზი გაუსვეს, რომ 2019-2020 წლების სეზონში პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში ანტონიოს დიდი წვლილი მიუძღვის. ასევე, ფორვარდის მიერ გასულ სეზონში გატანილი 10 გოლი და 5 საგოლე პასიც აღნიშნეს.
მიმდინარე სეზონში 31 წლის თავდამსხმელმა ყველა ტურნირში 22 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.