ლობჟანიძემ ახალი წელი მარცხით დაიწყო

0
15

„ჰათაისფორმა“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის 2022 წელი უიბღლოდ დაიწყო. მე-20 ტურში ჰათაელები სტუმრად „ქასიმფაშას“ შეხვდნენ და 1:3 წააგეს. მასპინძლებმა ანგარიში პირველ წუთზე ეისერიჩის დარტყმის შემდეგ გახსნეს. მე-6 წუთზე ბოზოკმა „ქასიმფაშა“ კიდევ უფრო წინ გაიყვანა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში სტუმრების კარი ტრავნიკმა აიღო. „ჰათაისფორიდან“ ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე ერგუნმა გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს. „ჰათაისფორი“ 32 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 პოზიციაზეა.
„ქარაგიუმრუქი“, რომელშიც ვატო არველაძე ირიცხება, სტუმრად „გაზიანთეფთან“ 1:3 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი თადარიგში იყო და არ უთამაშია. „ქარაგიუმრუქი“ 27 ქულით მე-11 პოზიციაზეა.