ტრიპიერი „ნიუკასლის“ პირველი შენაძენია

0
20

„ნიუკასლმა“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ მცველი კირან ტრიპიერი შეიძინა, რის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ნიუკასლელებთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. „ატლეტიკომ“ მის სანაცვლოდ 12 მილიონი გირვანაქა სტერლინგი მიიღო. მას მერე რაც „ნიუკასლი“ საუდის არაბეთის საინვესტიციო კომპანიამ იყიდა, ტრიპიერი კლუბის პირველი შენაძენია.
ნიუკასლელებს 19 ტურის შემდეგ 11 ქულა აქვთ და ინგლისის პრემიერ ლიგის 20 გუნდში მე-19 ადგილზე არიან.