ფიფამ 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვების პრეტენდენტები დაასახელა

0
39

ფიფამ 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვების სამი პრეტენდენტი დაასახელა. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საუკეთსოს წოდებისთვის მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, პსჟ-ს არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი და „ლივერპულის“ ეგვიპტელი შემტევი მოჰამედ სალაჰი იბრძოლებენ.
ფიფას ვერსიით გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას 17 იანვარს შვეიცარიაში დაასახელებენ.