„ნაპოლის“ პირველი ფრე ტურინში 2011 წლის შემდეგ

0
14

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ტურინის „იუვენტუსმა“ „ნაპოლი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. შეხვედრის 23-ე წუთზე ანგარიში დრის მერტენსმა გახსნა, ხოლო 54-ე წუთზე ენრიკო კიეზამ ანგარიში გაათანაბრა. „იუვენტუსმა“ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან არცერთი წააგო.
ბოლოს 4 წლის მანძილზე იტალიის ჩემპიონატში „იუვენტუსმა“ და „ნაპოლიმ“ ფრე პირველად ითამაშეს. მანამდე, ამ გუნდებს შორის ფრე 2017 წლის აპრილში დაფიქსირდა და მაშინაც 1:1. გარდა ამისა, 2011 წლის მაისის შემდეგ „ნაპოლიმ“ სერია A-ში სტუმრად „იუვენტუსთან“ ფრედ შეხვედრა პირველად დაასრულა. იმ დროს დაპირისპირება 2:2 დამთავრდა.
„ნაპოლი“ 40 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ხოლო „იუვენტუსი“ 35 ქულით – მეხუთეა.