„რეინჯერსმა“ 20 წლის მცველი სარეკორდო ფასად გაყიდა

0
4

„ევერტონმა“ „გლაზგო რეინჯერსიდან“ მცველი ნათან პეტერსონი შეიძინა, რის შესახევ ლივერპულური კლუბის პრესსამსახური იუწყება. შოტლანდიის ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა „ევერტონთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა, ხოლო ტრანსფერის თანხამ 12 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ „რეინჯერსს“ არსებობის ისტორიაში მანამდე ასეთ ფასად ფეხბურთელი არასოდეს გაუყიდია.
20 წლის პატერსონი გლაზგოელთა აღზრდილია და პირველ გუნდში დებიუტი 2020 წელს ჰქონდა. მან მიმდინარე სეზონში „რეინჯერსის“ მაისურით 11-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი გააკეთა. პატერსონმა შოტლანდიის ეროვნული გუნდში 6-ჯერ იასპარეზა და ერთი ბურთი გაიტანა.