მიხაილ გერშკოვიჩი:“არველაძე რად გვინდა? მან რა მოიგო?“

0
18

„კრასნოდარის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ვიქტორ გონჩარენკოს დათხოვნის შემდეგ, რუსული მედიის ინფორმაციით, ახალ თავკაცის ვაკანტური პოსტის დაკავების ერთ-ერთი კანდიდატი შოთა არველაძეა.
ქართველი სპეციალისტის სავარაუდო დანიშვნას, რომელიც შარშან ტაშკენტის „ფახთაქორიდან“ წასვლის შემდე უმუშევარია, ცნობილი რუსი ვეტერანი ფეხბურთელი და რუსეთის საფეხბურთი კავშირის აღმასკომის წევრი მიხაილ გერშკოვიჩი გამოეხმაურა.
„სჭირდება თუ არა უცხოელი მწვრთნელი „კრასნოდარს“? თუ მეტყვიან, რომე ეს კლოპი. სპალეტი ან მანჩინი იქნება, სხვა საქმეა. რად გვინდა არველაძე, როდესაც ამდენი ჩვენი ბიჭი გვყავს, რომელთაც უკეთესად მუშაობა შეუძლიათ. მაგალითად, იურანი, ალენიჩევი, ხოხლოვი, კობელევი და თეთრაძე. მათ რატომ არ მიმართავენ? ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება იციან. შესაძლოა იმიტომ, რომ არველაძესთან ერთად აგენტებთან მუშაობა უფრო ადვილია. მიმაჩნია, რომ ეს გზაა არსაითკენ. არველაძემ რა მოიგო?“ – იუწყება გერშკოვიჩის ნათქვამს sport-express.ru.