ინსინიემ „ტორონტოსთან“ ხუთწლიანი გააფორმა

0
13

ლორენცო ინსინიემ MLS-ში მოასპარეზე კლუბ „ტორონტოსთან“ წინასწარი კონტრაქტი გააფორმა. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფეხბურთელი კანადური კლუბის წარმომადგენლებს რომში შეხვდა და ხელი ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა. ის „ტორონტოს“ მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდება, როდესაც თავისუფალი აგენტი გახდება.
ინსინიე „ნაპოლის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2009-2010 წლების სეზონიდან გამოდის – 414 შეხვედრაში 114 გოლი. მან ამ სეზონში იტალიელთა რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 18 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.