ლევან კორღალიძემ “საბურთალოსთან” 2-წლიანი კონტრაქტი დადო

0
36

ლევან კორღალიძემ თბილისის “საბურთალოსთან” 2-წლიანი კონტრაქტი გაიფორმა. 41 წლის სპეციალისტი დედაქალაქური გუნდის მთავარ მწვრთნელად 2020 წლის სექტემბერში დაინიშნა, მაგრამ 2021 წლის აპრილში თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა. ის “საბურთალოში” 2021 წლის ნოემბერში დაბრუნდა და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოაგებინა.
კორღალიძე 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის მარტამდე თბილისის “ლოკომოტივს” ავარჯოშებდა, რომელიც საქართველოს თასის ფინალში გაიყვანა, მაგრამ “საბურთალოსთან” 1:2 დამარცხდა.