ანხელ კორეა „ატლეტიკოში“ 2026 წლამდე დარჩება

0
16

ანხელ კორეამ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. მადრიდული საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, არგენტინელმა ფეხბურთელმა ხელშეკრულება 2026 წლამდე დადო.
კორეა „ატლეტიკოში“ 2014 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 305 შეხვედრაში 53 გოლი გაიტანა და 51 საგოლე პასი გააკეთა. მადრიდელთა ამჟამინდელ შემადგენლობაში კორეაზე მეტი მატჩი მხოლოდ კოკემ (519) და იან ობლაკმა (323) ჩაატარეს.