„ინტერის“ საუკეთესო მაჩვენებელი ბოლო 70 წელიწადში

0
4

მილანის „ინტერმა“ 2021 წელს იტალიის სერია A-ში 104 გოლი გაიტანა. ეს იტალიური ფეხბურთის ისტორიაში მეხუთე შედეგია. მანამდე, ყველა რეკორდი 1947-1950 წლებში დამყარდა. „ინტერი“ ბოლო 70 წლის მანძილზე პირველი გუნდია, რომელმაც კალენდარული წლის განმავლობაში იტალიის ჩემპიონატში მეტოქეთა კარში ასზე მეტი ბურთი გაიტანა.
ყველა დროის რეკორდის მფლობელი „მილანია“, რომელმაც 1950 წელს სერია A-ში მეტოქეები 120-ჯერ დაამწუხრა.
„ინტერმა“ მიმდინარე სეზონში 46 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. „მილანი“ თანაქალაქელს 4 ქულით ჩამორჩება და მე-2 პოზიციაზეა.