„ბარსელონას“ გამარჯვება 17 ფეხბურთელის გარეშე

0
7

ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურში „ბარსელონა“ სტუმრად „მალიორკას“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ კატალონიელებს სხვადასხვა მიზეზების გამო განვლილ შეხვედრაში 17 ფეხბურთელი აკლდათ.
მატჩის გმირი ლუკ დე იონგი აღმოჩნდა, რომელმაც ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის 44-ე წუთზე გაიტანა. ნიდერლანდელი თავდამსხმელმა, რომელიც „ბარსა“ სეზონის წინ იჯარით „სევილიადან“ აიყვანა, სექტემბრის შემდეგ თავი პირველად გამოიჩინა. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში 13-ჯერ ითამაშა და 2 გოლი მიითვალა.
თამაშის შემდეგ „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ „მალიორკასთა“ გაამრჯვებას ისტორიული უწოდა, რადგან სტუმრებს 17 მოთამაშე არ ჰყავდათ. „ბარსელონას“ 31 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.