“ფლამენგო” იანვარში კოუტინიოს დამატებას გეგმავს

0
2

ბრაზილიის “ფლამენგო” “ბარსელონადან” იჯარით შემტევ ნახევარმცველ ფილიპე კოუტინოს აყვანას აპირებს, იუწყება sport.es. კიდევ ერთი ბრაზილიური კლუბი “პალმეირასი” 29 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლას გამოეთიშა და ამჟამად, მისი დამატების ყველაზე რეალური შანს რიო დე ჟანეიორელებს აქვთ.
“ფლამენგოს” კოუტინიოსთან ხელშეკრულების გაფორმების სურვილი ზამთრის სატრანფერო ფანჯრის დროს აქვს და მოთამაშე ახალ გუნდში ივნისამდე დარჩება. თუმცა, “ფლამენგოში” სურთა, რომ კოუტინიომ მათთან ყატარში წელს ნოემბერ-დეკემბერში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატამდე ითამაშოს.
კოუტინიოს მომავალი მუნდიალისთვის ბრაზილიის ნაკრებში მოხვედრა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით ამისთვის სათამაშო პრაქტიკა აკლია – ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში და ესპანეთის ლა ლიგაში საერთო ჯამში 16-ჯერ ითამაშა. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ კლუბის შეცვლაზე იფიქროს.