„სიტიმ“ 2022 წელი გამარჯვებით დაიწყო – „არსენალის“ ანტირეკორდი პრემიერ ლიგის ისტორიაში

0
16

„მანჩესტერ სიტიმ“  პრემიერ ლიგაში 2022 წელი გამარჯვებით დაიწყო. 21-ე ტურში პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდი სტუმრად ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
შეხვედრის მე-10 წუთზე სტუმართა საჯარიმოში შეჭრილი ედეგორი კარიდან გამოსულ ედერსონთან ორთაბრძოლაში წაიქვა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. 31-ე წუთზე ანგარიში ბუკაიო საკამ გახსნა. 53-ე წუთზე, მასპინძელთა ნახევარმცველმა გრანიტ ჯაკამ თავის საჯარიმო მოედანში თამაშის წესი ბერნარდუ სილვას წინააღმდეგ დაარღვია და არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დადო, რომელიც რიად მაჰრეზმა გამოიყენა. 57-ე წუთზე ლონდონელთა ბრაზილიელმა მცველმა გაბრიელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე როდრიმ „მეთოფეების“ კარი აიღო და „სიტიმ“ პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-11 შეხვედრა მოიგო.
სხვათა შორის, „არსენალმა“ პრემიერ ლიგის ანტირეკორდი დაამყარა – პირველი გუნდი გახდა, რომლის ფეხბურთელებმა 100 წითელი ბარათი მიიღოს. აღსანშნავია, რომ გაბრიელი ლონდონელთა მეორე ფეხბურთელია, რომელიც 1 იანვარს გააძევეს – 1997 წელს „მიდლსბროსთან“ (2:0) შეხვედრაში წითელი ბარათი შოტლანდიელ თავდამსხმელ ჯონ ჰართსონს აჩვენეს.
გვარდიოლას “სიტის” მთავარი მწვრთნელის რანგში პრემიერ ლიგაში “არსენალთან” არასოდეს წაუგია – მანჩესტერელებმა 12 მატჩიდან 11 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.
მოქმედი ჩემპიონი “სიტი” 53 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.