ფაბიო კანავარო პოლონეთის ნაკრების გავწრთნის კანდიდატია

0
8

პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გაწვრთნის ერთ-ერთ კანდიდატი ფაბიო კანავაროა, იუწყება sport.interia.pl. პოლონელები მთავარი მწვრთნელის გარეშე მას მერე დარჩნენ, რაც გასული წლის დეკემბრის მიწურულს პორტუგალიელმა პაულუ სოუზამ თანამდებობა დატოვა და სათავეში ბრაზილიის „ფლამენგოს“ ჩაუდგა.
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კანავარო ახალ სამუშაოს 2021 წლის სექტემბრიდან ეძებს, როდესაც ჩინეთის „გუანჯოუდან“ წავიდა. მას სანაკრებო დონეზე მუშაობის გამოცდილება აქვს, რადგან 2019 წელს ჩინეთის ეროვნულ გუნდს თავკაცობდა. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონს ასევე კარიერაში „ტიანძინ ციუანძიანი“ და „ალ-ნასრი“ გაუწვრთნია.
კანავაროს გარდა, პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია დიკ ადვოკატის, აბრამ გრანტის, იურგენ კლინსმანის, ადამ ნავალკას და ჩესლავ მიხნევიჩის კანდიდატურებსაც განიხილავს.