Marca: მამარდაშვილი „ვალენსიასთან“ კონტრაქტს 2024 წლამდე გააფორმებს

0
18

ესპანეთის „ვალენსია“ თბილისის „დინამოდან“ მეკარე გიორგი მამარდაშვილის გამისყიდვას გეგმავს. ვალენსიელებმა თბილისელებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის სანაცვლოდ 850000 ევრო უნდა გადაუხადონ.
21 წლის მამარდაშვილი ესპანურ კლუბთან კონტრაქტს 2024 წლამდე გააფორმებს, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევრო იქნება.
2021 წლის ზაფხულში „ვალენსიამ“ მამარდაშვილი ერთწლიანი იჯარით აიყვანა, რომლის დასრულების შემდეგ კლუბს ფეხბურთელის შეძენის უპირატესი უფლება ჰქონდა, ქართველმა გოლკიპერმა ესპანეთის ლა ლიგაში ჩატარებულ 6 მატჩში 7 გოლი გაუშვა.
აქვე გეტყვით, რომ 2021 წლის ბოლო მატჩში 31 დეკემბერს „ვალენსია“ შინ „ესპანიოლთან“ 1:2 დამარცხდა. შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 51-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ალდერეტემ გახსნა. 83-ე წუთზე რაულ დე ტომასმა პენალტიდან საპასუხო ბურთი გაიტანა. 88-ე წუთზე მასპინძლების კარი პუადომ აიღო და „ესპანიოლი“ შინ 3 ქულით დაბრუნდა. მამარდაშვილი „ვალენსიას“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.