“საბურთალომ” უბილავა, გურეშიძე და სიხარულიძე დაიმატა

0
13

თბილისის “საბურთალომ” “ლოკომოტივის” სამი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა. ამის შესახებ atiani.ge-ს თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ განუცხადა. მომავალი სეზონიდან საბურთალოელთა ღირსებას “ლოკომოტივის” ექსკაპიტანი მარცხენა მცველი დავით უბილავა, ცენტრალური მცველი ალექსანდრე გურეშიძე და თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე დაიცავენ.