“საბურთალომ” “გაგრას” ყოფილი მცველი დაიმატა

0
16

“გაგრას” ყოფილი მცველი გია ჩადუნელი კარიერას თბილისის “საბურთალოში” განაგრძობს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“დედაქალაქურ “საბურთალოში” 27 წლის ტანმაღალი მცველი, გია ჩადუნელი ითამაშებს. მხარეებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ჩადუნელი ბოლოს “გაგრას” ღირსებას იცავდა, მანამდე კი მას თბილისის “დინამოში”, გორის “დილაში”, ქობულეთის “შუქურასა” და ფოთის “კილხეთში” უთამაშია”.