„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2021 წელი გამარჯვებით დაასრულა. ინგლისის პრემიერ ლიგის მე-20 ტურში გერმანელი რალფ რანგნიკის გაწვრთნილმა გუნდმა „ბარნლი“ მიიღო და 3:1 გაიმარჯვა.
მასპინძლებიდან მე-8 წუთზე კრიშტიანუ რონალდუს პასის შემდეგ ანგარიში მაკტომინეიმ გახსნა. 27-ე წუთზე „ბარნლის“ მცველმა ბენ მიიმ ავტოგოლი გაიტანა, ხოლო 35-ე წუთზე თავი კრიშტიანუ რონალდუმ გამოიჩინა. 38-ე წუთზე სტუმრებიდან ერთი ბურთი აარონ ლენონმა გაქვითა.
რანგნიკის ხელმძღვანელობით მანჩესტერელებმა ჩატარებული 5 მატჩიდან არცერთო წააგეს – 3 გამარჯვება და 2 ფრე. რონალდუმ ბოლო 5 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. მან მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 15 თამაშში 8 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.